"ქრისტიან-დემოკრატებმა" თელავის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დღეს ნადიკვარის პარკში უმასპინძლეს. ბავშვებთან ერთად რამდენიმე საათი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ლაშხმა და პარლამენტის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა გაატარეს.
"სოლიოდარობა და მზრუნველობა ჩვენი პარტიის პრიორიტეტებია. "ქრისტიან-დემოკრატები" ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ მზრუნველობამოკლებულებს და გავუხალისოთ მათ ცხოვრება. სიმბოლურია, რომ დღეს 54 ბავშვს ვმასპინძლობთ. ზუსტად ამდენი საარჩევნო უბანია თელავის რაიონში და ჩვენ ყველა უბანზე თელაველების სოლიდურ მხარდაჭერას ვიმედოვნებთ" - განაცხადა ნიკო ლაშხმა.
თელავში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატების", "ნაციონალური მოძრაობის" და "მრეწველების" წარმომადგენლები მონაწილეობენ.