ალბერტ მეორე საქართველოს ესტუმრა. მონაკოს პრინცის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, საიდანაც პრინცი მიხეილ სააკაშვილთან ერთად პირდაპირ მესტიაში გაემგზავრა. სტუმარი იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობას დაათვალიერებს.
ალბერტ მეორე ბათუმს და მესტიას მოინახულებს.
ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილე ბაკურიანშიც ჩავა და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიადის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიაგებს პატივს.
ალბერტ მეორე თბილისში ოლიმპიური კომიტეტის შენობას გახსნის.