დღეს, 18 სექტემბერს, მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე საქართველოს ესტუმრება. ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, ალბერტ მეორე რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრასაც გამართავს და ქართულ კულტურას და ტრადიციებს გაეცნობა. ალბერტ მეორე ბათუმს, მესტიასა და კახეთსაც ეწვევა.
ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილე ბაკურიანშიც ჩავა და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიადის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიაგებს პატივს.
ალბერტ მეორე თბილისში ოლიმპიური კომიტეტის შენობას გახსნის.