საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, სარკოზი სამხრეთ კავკასის რეგიონს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს 6-7 ოქტომბერს ეწვევა . ნიკოლა სარკოზი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონალური კონფლიქტების თემებზე იმსჯელებს.
სომხური სააგენტოების ინფორმაციით, სარკოზი სომხეთის ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვევა. ხოლო აზერბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, სარკოზი აზერბაიჯანს 7 ოქტომბერს ეწვევა.