საქართველოს რკინიგზამ გამოშვებული ობლიგაციების მეშვეობით 25 მილიონი ლარი მიიღო.
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა განცხადებით, ობლიგაციების გამოშვება ამ შემთხვევაში მიზნობრივია და იგი პირველი ქართული მატარებლის დამზადებასა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დაფინანებას მოხმარდება.
პროცენტის (წლიური 13.5%) გადახდა მოხდება ყოველ 6 თვეში, ხოლო ძირი თანხის - 25 მილიონი ლარის დაფარვა მოხდება 2 წლის თავზე.
ობლიგაცია, ეს გახლავთ მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილი, სასეხსო ფინანსური ინსტრუმენტი, ფასიანი ქაღალდი, რომელიც დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების და საბანკო კრედიტის ალტერნატივას წარმოადგენს.