საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან ერთად ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან, კონგრესის წევრებთან, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის და აშშ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან.
ცნობილია, რომ დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის კონგრესში გამართულ "დემოკრატიის თანამეგობრობის" საპარლამენტო ფორუმში.
შეხვედრზე აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების საკითხები, საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის და შემდგომი გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები განიხილეს.