"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, სოფელ გულგულას ნაგავსაყრელი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. როგორც დღეს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა და შუალედურ არჩევნებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს, მოძრაობა ნაგავსაყრელის ლიკვიდაციას მოითხოვს.
"კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრიბლემას და ნუ აიძულებს ხალხს ნაგავში და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებას", - განაცხადა ლალიაშვილმა.