„მე ჩემი სკამი, ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს საერთოდ, როცა საქმე ეხება საქართველოს და მის უზენაეს ინტერესებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გორში თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა - დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას რა უნდა საქართველოს ჯარისკაცებს ავღანეთში? ხშირად გამიგონია, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ქულების დაწერა სურს, ხოლო სააკაშვილს უნდა რომ სკამი შეინარჩუნოს და ამისათვის სწირავს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს.
"საქართველოს ჯარისკაცები არიან ავღანეთში იმის გამო, რომ ეს აძლიერებს ქართულ შეიარაღებულ ძალებს. იმიტომ, რომ ეს არის ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მსოფლიოს საუკეთესო ჯარებთან ურთიერთქმედების და მე თვითონ მაქვს მოსმენილი გენერალი პეტრეუსისგან, რომ საქართველოს კონტიგენტი იყო საუკეთესო კონტიგენტი ამერიკელების გარდა, რომელთანაც მას როდესმე ჰქონია ურთიერთობა ერაყსა და ავღანეთში და ეს არა მხოლოდ მისი აზრია.
გენერალი პეტრეუსი მეუბნებოდა, რომ რაღაცა კიდევ აქვთ ქართველ ჯარისკაცებს რასაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მაგრამ ეს არის ის განსაკუთრებულობა რაც მათ აძლევთ უპირატესობას ბევრი სხვა ქვეუნის ჯართან მიმართებაში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ჯარს მუდმივი მომზადება სჭირდება, ჯარს მუდმივი გამოცდა სჭირდება, მათ შორის ბრძოლითა და საბრძოლო ვითარებით.
"ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ რაც შეიძლება მივიღოთ. პირველი რეაქცია ხალხის კითხვაზე უნდა იყვნენ თუ არა ჩვენი ძალები ავღანეთში, ესე იგი უნდ არსებობდეს, თუ არა რისკი, რომ ისინი იქ საკუთარ სიცოცხლეს დადებენ და ბევრი მათგანი უკვე დაიღუპა და ჩვენ ეს კარგად ვიცით და იქნება რომ - არ უნდა იყვნენ.
მაგრამ მოდით უფრო ღრმად დავფიქრდეთ - აქვს თუ არა საქართველოს საფრთხე და უაზრმაზარი გამოწვევა - აქვს, სჭირდება თუ არა საქართველოს ჯარი - რა თქმა უნდა სჭირდება სხვანაირად ვერ იცოხცლებს ქვეყანა, უნდა ჰქონდეს თუ არა ამ ჯარს გამოცდილება - რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნების მოკავშირეების დახმარება - რა თქმა უნდა გვჭირდება", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯარისკაცები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი არიან.
"იმიტომ, რომ საქართველოს ჯარისკაცები არიან ის ნაწილი ქართული საზოგადოების, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოსთვის და კიდევ მზად არიან ყოველდღიურად სწირავენ თავს ქვეყანას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.