"თავისუფალი დემოკრატები" ეროვნული ფორუმის" მიერ დაანონსებულ აქციას "ქართველთა მარში" არ შეუერთდებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ალასანიას პარტიაში განუცხადეს.
"27 სექტემბერს უფრო მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, დევნილებთან მივდივართ",- აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატები".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფორუმი" 27 სექტემბერს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებს.