საქართველოს ოფიცერთა კორპუსი ეს არ არის ჩვეულებრივი, ერთ-ერთი ქვეყნის ოფიცერთა კორპუსი. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა, რომელიც მოგვაყენა რუსეთის იმპერიამ იყო ის, რომ მან კარგი გაკვეთილები ისწავლა მას შემდეგ, რაც ქართველებმა პოლონელებთან ერთად გადაარჩინეს მარშალ პილსუდსკის მეთაურობით და მრავალი ქართველი გენერლისა და ოფიცრის მეთაურობით პოლონეთი საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობას. ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველო დაიპყრო იმავე საბჭოთა კავშირმა, მას შემდეგ რაც ქართველები იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ესპანეთის სამოქალაქო ომში 30-იან წლებში, მას შემდეგ რაც ისინი იბრძოდნენ ვარშავის აჯანყებულთა გვერდზე და შემდეგ მათი დიდი ნაწილი განადგურდა კატინში სტალინის მიერ საბჭოთა კავშირმა ისწავლა გაკვეთილი, რომ პრაქტიკულად, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ უშვებდა შეიარაღებულ ძალებში ქართველ ოფიცრებს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, ამიტომაც საქართველო დამოუკიდებლობის პერიოდისათვის თითქმის მთლიანად დარჩა ოფიცრების გარეშე.
"მათ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხალხში არის ძალიან დიდი საბრძოლო სული, დიდი საბრძოლო გამოცდილება და ქართული ოფიცრობა, როგორც ცნება არის საშიში და ამიტომ ის არ უნდა არსებობდეს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ამიტომაც ის სკოლა, რომელიც შეიქმნა დღეს გორში საქართველოს საუკუნეების განმავლობაში დარჩება.