"ამ სამი წლის წინ საქართველოში დღესაც დარჩენილმა დამპყრობელმა მიწასთან გაასწორა ეს სამხედრო ნაწილი, პრაქტიკულად ყველა შენობა მწყობრიდან იქნა გამოყვანილი. ახლა ჩვენ აქ აღვადგინეთ და ავაშენეთ უკეთესი სამხედრო ნაწილი, უკეთესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, ვიდრე როდესმე შექმნილა საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ასეთია საქართველოს ბედი, ჩვენ გვანგრევდნენ, გვანადგურებდნენ, მიწასთან გვასწორებდნენ, ფეხს გვიდებდნენ და როდესაც მტერს მიაჩნდა, რომ საბოლოოდ წაგვაქცია ჩვენ ფეხზე ვდგებოდით, წელში ვსწორდებოდით, თავაწეული ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის შენებას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღმნიშნა, რომ გორის ახალი სამხედრო აკადემია, არის სიმბოლო საქართველოს აღმშენებლობის მიუხედავად ყველაფრისა, მტრის ჯინაზე და საქართველოს ხალხის, მისი შვილების საკეთილდღეოდ.