სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ფედერალური საკრებულოს დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავდმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი ხელმძღვანელობს. აფხაზური მედიის ინფორმაციის დელეგაციის წევრები სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ აშუბას უკვე შეხვდნენ.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხს, თუ როგორ სრულდება აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმება. ისაუბრეს ასევე აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"ჩვენ უკვე მოვინახულეთ სამხედრო ნაწილები, სასაზღვრო საგუშაგოები და დავრწმუნდით, რომ ხელშეკრულება საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ წარმატებით სრულდება", _ განაცხადა ვიქტორ ოზეროვმა.
რუსული დელეგაცია დღესვე აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს შეხვდება.