"ქართველთა მარშში" მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. აქციის დეტალებთან დაკავშირებით "ეროვნული ფორუმი" არაქართველი მოსახლეობისათვის ცალკე მიმართვას გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გუბაზ სანიკიძემ "პრაიმ-ტაიმის"პრეს კლუბში ისაუბრა.
"ქართველ ერში ვგულისმობ იმას, ვინც თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ თვლის. დარწმუნებული ვარ, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობაც ამ ქვეყნის პატრიოტია და 27 სექტემბერს ჩვენთან დადგება", - განაცხადა სანიკიძემ და აქვე განმარტა, რომ საპროტესტო მსვლელობის მასპინძელი ფორუმი არ არის.
"აფხაზეთის დაცემის დღეს ერთდღიანი პროტესტის დემონსტრირებით, ჩვენში დაგროვილი უკმაყოფილება უნდა დავაფიქსიროთ. "ქართველთა მარშის" კარი ყველა პოლიტიკური ძალისთვის ღიაა. მეტიც, ეს ყველა ქართველის მოვალეობაა",- განმარტა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.