"ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია პარლამენტში სამთავრობო საათზე მინისტრების მოწვევას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, პენსიები 10 ლარით მხოლოდ ასაკოვან პენსიონერებს გაეზარდათ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მარჩენალდაკარგულებს პენსია არ მომატებიათ.
ჯონდო ბაღათურიას განმარტებით, საქართველოში ასეთი სულ 212 ათასი პირია და, მისივე გაანგარიშებით, 10 ლარით პენსიის გასაზრდელად თვეში 2 მლნ 112 ათასი ლარია საჭირო.
დეპუტატი მთავრობისგან მოითხოვს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და მარჩენალდაკარგულებისთვის პენსიების გასაზრდელად ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს რესურსები. მისივე განცხადებით, სამთავრობო საათზე ის კითხვით მიმართავს მთავრობას, თუ რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ზაფხულში სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში საზეიმო ცერემონიების გასამართად.