პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა უკრაინის დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელობა და სტუდენტები მიიღო. შეხვედრისას საუბარი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო. მიხეილ მაჭავარიანმა უკრაინელ სტუმრებს ახალი კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ორ ქვეყანას საერთო პოლიტიკური გამოწვევები და მისწრაფებები აქვთ.
"მნიშვნელოვანია, რომ იმ სტუდენტებმა, რომლებიც დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობენ და შემდეგ მუშაობას სხვადასხვა ქვეყნებში გააგრძელებენ, საქართველოში მიმდინარე პროცესების და ქართული დემოკრატიული რეფორმების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
დიპლომატიური აკადემიის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის სხვა ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებით და ქართულ საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსით დაინტერესდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და უკრაინელ სტუმრების შეხვედრას შეხვედრის ორგანიზატორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გრიგოლ ქათამაძეც დაესწრო.