"ქართველთა მარში" ყველანაირ ელექტორატზეა გათვლილი და მისი კარი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა, ეროვნული ფორუმი ამაქციით ძალის დემონსტრციას არ ცდილობს. ამის შესახებ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს კლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსვლელობის მოწყობა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.
"სააკაშვილის მიერ გატარებული სახიფათო საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ამერიკანიზაცია და ქონებრივი საკითზები ამ ყველაფერს ქვეყანა უფსკრულისკენ მიყავს. დავიწყოთ, იმით რომ თურქეთის გარდა ჩვენ თითქმის არცერთ მეზობელთან არ გვაქვს საზღვრები ბოლომდე დადგენილი. ქართველებმა არ ვიცით ქვეყნის ტერირორიის ზუსტი მოცულობა ეს ყველაფერი კი დღევანდელ ხელისუფლებას ნკლებად აინტერესებს, მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისური ენის დე-ფაქტო ენად გამოცხადება უფრო პრიორიტეტულია. სააკაშვილის განკარგულების სახელმწიფო სამსახურს ვერ დაიწყებ თუ ინგლისურს არ ფლობ, ხომ არ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ სახეზე მეორე სახელმწიფო ენა გვაქვს",- განაცხადა სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, ქვეყნის არქართულ მოსახლეობისთვის ხელისუფლება სახელმწიფო ენის შესასწავლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
"საქართველოს ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური აზარბაიჯანლები და სომხები სახელმწიფო ენას ვერ სწავლობენ. ვფიქობ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე რომელიც სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და ენას არ ფლობს დებილია", - განმარტა ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა.
სანიკიძის თქმით, 27 სექტემბერს დღეს ტაბუ დადებულ თემებთან ერთად გაურკვეველი ბიზნეს ლავიტებებიც გაპროტესტდება.
"დღეს ნაც მოძრაობის ელიტის წევრები გაურკვეველ ბიზნეს ორგანიზაციებს ქმნიან, უბრალო მოქალაქეს კი საქმის წამოწყება აკრძაკული აქვს საქართველო მსგავსი ქმედებით იმ რესლებზე დგას სადაც ჩვენთვის დამღუპველი სინგაპურია",- განაცხადა "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აქვე დასძინა რომ მშვიდობიანი აქციის ზუსტ მარშუტს ფორუმი ორშაბათს გაავრცელებს.