ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის თემაზე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კავკასიის საკითხებსა და რეგიონალურ კონფლიქტებში ჯასტინ ფრიდმანი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიის მიმართ.
"ამერიკის შეერთებული მინსჯის ჯგუფის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, რათა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს", - განაცხადა ფრიდმანმა.
მისივე თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს შერიგების პროცესს სომხეთსა და თურქეთს შორის და საქართველოს სუვერენიტეტსა ტერიტორიულ მთლიანობას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში უნდა განვითარდეს მშვიდოიანი ცხოვრება, განავითარონ ეკონომიკური პოტენციალი, დემოკრატიულის მმართველობა და საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება. ამის შესახებ "ტრენდი" იუწყება.