სამწუხაროდ დღეს, როდესაც სახელმწიფო დონეზე არ არის საკმარისი კეთილი ნება, ან ის საერთოდ არ არსებობს, სწორედ ახლა როგორც არასდროს საჭიროა კეთილი ნების ადამიანები, განაცხადა საქარველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი დირიჟორის მიხაილ არკადიევისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადაცემის ცერემონიალზე რუსეთსა და საქართველოზე საუბრისას.
"როგორც არასდროს ისე გვჭირდება ხალხი, რომელიც კავშირს არ დაკარგავს ერთმანეთთან, დააფასებს ერთმანეთის კარგს, ნაცნობს, ისტორიულსა და ახლობლურს. კი არ დაკარგავენ არამედ ყველაფრის მიუხედავად, გააღრმავებენ ამას იმისთვის, რომ ერებმა არ დაკარგონ ერთმანეთი, რადგან ჩვენი კულტურები ვითარდებოდა, ან ერთნაირად, ან ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში დისტანცია არ გაიზრდება თუ ჩვენ არ დავკარგავთ ამ კავშირს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.