"როიტერის" ინფორმაციით, მოსკოვის 11.5-მილიონიანი მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილებას გამოხატავს თავისი ყოფის გამო. "მოსკოვის ხელმძღვანელობა არეულობის თავიდან ასაცილებლად" გზებს ეძებს", - წერს როიტერი. გამოცემის ინფორმაციით, მოსკოველების უკმაყოფილებას იწვევს ის რომ, მათ არ უსმენენ.
"ბევრი მოსკოველი უკმაყოფილოა, რადგან არ იციან, რეალურად ვინ მართავს ქალაქს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმაზედაც, რომ მოსკოვის მერი არ არის არჩეული პირდაპირი არჩევნების გზით. ყოველი მეხუთე რუსი არის უკმაყოფილო და სურს ემიგრაცია", - აღნიშნულია სტატიაში.
"ხალხი მონატრებულია ხელისუფლებასთან დიალოგს. თუ ეს არ მოხდა, იზრდება რისკები იმისა, რომ მოხდეს აფეთქება საზოგადოებისა", - განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილე ანდრეი შარონოვმა.
შარონოვს არ უთქვამს გზები, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაცია მოსკოვის ხელმძღვანელობასა და მოსკოველებს შორის.
"მოსკოვის ცენტრში არეულობების დაწყებისა 1990-იან წლებში ორჯერ იყო. პოლიტიკური მსვლელობები ხშირად ძალადობრივი გზით იხშობა. ბოლო შეტაკება მოხდა 2010 წელს, როდესაც ნაციონალისტებმა კრემლთან აქციები მოაწყვეს", - წერს გავლენიანი გამოცემა.
პატარა ქალაქებში მერების არჩევა ხდება პირდაპირი არჩევნებით, მაგრამ მოსკოვში სიტუაცია სხვანაირია. მოსკოვში, რომელიც გამოიმუშავებს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1/5-ს და სურს, გახდეს გლობალური ფინანსური ცენტრი, მერს კრემლი ირჩევს.
შარონოვის თქმით, პირდაპირი კავშირი ხალხთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსკოვში. მისი მტკიცებით, საშუალო კლასთან დალაპარაკება აუცილებელია, რადგან ისინი კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლებისადმი.
შარონოვისვე მტკიცებით, მოსკოვის ბიუჯეტიდან 37 მილიონი "ბუნდოვანი გზებით" იხარჯება.
სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგების მიხედვით მედვედევისა და პუტინის რეიტინგების მაღალია, ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსების 43 პროცენტი მზად არის მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში.