საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუელ ჟბოგარს შეხვდა.
საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდომარეობას. დავით ბაქრაძემ სამუელ ჟბოგარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე და აქვე მადლობა გადაუხადა სლოვენიის მთავრობას ევროპის კავშირის დამკვირვებლების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვენიის მხრიდან ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში.
გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საქმინი ვიზით ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები