26 მაისს მიტინგის დაშლისას პოლიციელები უფრო პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაზეთ "სეგოდნიასათვის" მიცემულ ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის განმეორების შემთხვევაში, მომდევნო წელს პოლიცია კიდევ უფრო პროფესიონალურად იმოქმედებს.
"ამ ჯერზე, ისინი უფრო პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს. და ამგვარი რამ მომავალ წელსაც რომ განმეორდეს (ალბათ, იქნება კიდეც ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში - ნახეთ რა ხდება საბერძნეთში!) ისინი კიდევ უფრო პროფესიონალურად იმოქმედებენ", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.