საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაზეთ "სეგოდნიასათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 26 მაისს მიტინგის დარბევის ბრძანების გაცემას არ ნანობს. ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ ნანობს პრეზოდენტი, იმას, რომ მიტინგის დარბევის ბრძანება გაჩნდა მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:
"არა, რა თქმა, უნდა მე სულ არ მსიამოვნებს ტელევიზიით ვუყურო სიუჟეტებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ძალას ხალხის მიმართ. ეს სრულიად არ ზის ჩემში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აგრძელებს: "თავად განსაჯეთ: პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება (და ამ ფაქტს არც მალავენ!) რომელსაც მიზერული მხარდაჭერა აქვთ (ელექტორატის 1% ნაკლები) გამოდის ქუჩაში და ამბობს: ჩვენ არ მოგცემთ თქვენ დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის საშუალებას. აი არ მოგცემთ და მორჩა! რა უნდა გვექნა? მხოლოდ მინიმალური ძალა უნდა გამოგვეყენებინა. სხვათაშორის მიტინგის დაშლის დროს არც ერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონია და მადლობა ღმერთს, რომ არ ჰქონიათ. არავინ იცის თუ როგორ გამოიყენებდა პოლიცია იარაღს მას შემდეგ რაც მომიტინგეები ავტომობილებში ჩასხდნენ და რამდენიმე პოლიციელს გადაუარეს. შესახსენებთ, რომ ერთი პოლიციელი დაიღუპა, სხვები კი საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა ყველა ამ შემთხვევის შემდეგ პოლიცია იძულებული იყო ჩარეულოყო. მე ვფიქრობდი: საკმარისზე მეტი ძალა ხომ არ გამოვიყენეთ? მეტიც, ყველა ჩვენს მოქმედებას ჩვენ დოკუმენტურად ვასაბუთებთ, ვსწავლობთ და ვარჩევთ. ამის შემდეგ კი პოლიციელების მომზადების დონეს მაღლა ვწევთ - ვასწავლით მათ", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.