ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით სასტუმრო "რადისონში" სამუშაო შეხვერა მიმდინარეობს თემაზე "სამოქალაქო საზოგადოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა - შესაძლებლობები და გამოწვევები"
როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართვეოში ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა ეს იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინმსწრები შეხვედრა.
"მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგის აუცილებლობა განვიხილეთ. ნებისმიერ ქვეყანაში ამ მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს. სამოქალაქო საზოგადოება ფართო ცნებაა და არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პროფკავშირები რომ გაფიცვა მოაწყონ ანდაც პოლიტიკური პარტიები, რომ აქციები ჩაატარონ. მათი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ დიალოგის უნარი შესწევთ, ზრდასრულ ადამიანებს ისევე როგორც მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს უნდა შესწევდეს დიალოგის უნარი", - განაცხადა დიმიტროვმა და დასძინა, რომ ნორმალურია როცა ყველა ხელისუფლება ცდილობს მარტომ გააკეთოს ყველაფერი. სამოქალაქო საზოგადოება კი მუდმივად ამტკიცებს, რომ ხელისუფელბა ცდება.
"გამოცდილება და გონება გვკარნახობს, რომ საჭიროა დიალოგი",'- აღნიშნა დიმიტროვმა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეც. მისი თქმით, ეს შეხვედრა არის ორგანიზებული ევროკავშირის მიერ და მთავრობასა და არასამთავრობოებს შორის დიალოგს ემსახურება.
"საუბარი ძირითადად იმაზეა თუ როგორ უნდა იყოს დიალოგი. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. ამაზე კონსენსუსი არის თვითონ მთავრობასა და ევროკავშირის მხრიდან ისევე როგორც არასამთავრობო სექტორიდან",' - განაცხადა გორდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.