დღეს, 15 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, "სამოქალაქო საზოგადოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა - შესაძლებლობები და გამოწვევების" - სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ, შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 29-30 სექტემბერს ვარშავაში დაგეგმილი აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტის და კონფერენციის "სვლა დემოკრატიული, კეთილდღეობასა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე ორიენტირებული ევროპული თანამეგობრობისკენ" კონტექსტში, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ დაგეგმილი სამიტისა და კონფერენციის შესახებ.
შეხვედრა განხილული უნდა იყოს ევროპის სამეზობლოს საკითხებზე საქარველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის კონტექსტში, რადგან მას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ 2001 წლის მაისში მიღებული დოკუმენტი "ახალი პასუხი სამეზობლოში მიმდინარე ცვლილებებზე", რომლის მიხედვითაც, სასურველია, სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში და გააქტიურდეს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითად საკითხებში.
შეხვედრას გახსნიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და პოლონეთის (ევროკავშირისდღევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის) ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა.