სასტუმრო "რადისონში" ამბასადორიალი დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელმა ამბასადორიალმა უფრო ორგანიზებულად და ნაყოფიერად ჩაიარა.
"ამ ამბასადორიალზე კოლეგებმა მომავლისთვის ძალიან საინტერესო წინადადებები გაახმოვანეს. დავალებები მიცემულია და რამდენად წარმატებული იქნება წლევანდელი ამბასადორიალი ამას წლის ბოლოს ვნახავთ, როდესაც დიპლომატების მუშაობას პრეზიდენტი, ხელისუფლება და ხალხი შეაფასებს", _ განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ სამი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური მუშაობა შედგა ელჩებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან დეტალური ინფორმაცია იქნა მიწოდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ცვლილებეზე.