საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მეხუთე რაუნდი შედგა 12 სექტემბერს, ქ. ჟენევაში", _ იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.