საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შესაძლოა ახალი ინიციატივებით წარდგეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა კახა ლომაიამ განუცხადა
მისი თქმით, ეს გამოსვლები, ჩვეულებისამებრ, წლის მთავარ გამოსვლებად ფასდება ხოლმე.
"გამოსვლები ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება ხოლმე. ესენია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ასევე რეიგონალუირ კონტექსტი და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ხშირად სახელმნწიფოს მეთაურები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, გაეროს ტრიბუნას ინიციატივების გასაჟღერებლად იყენებენ. ასე იყო შარშანაც, კავკასიური ინიციატივის შემთხვევაში, რომელმაც დიდი ინტერესი გამოწვია", - განაცხადა ლომაიამ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის მხრიდან წელსაც იყოს გაჟღერებული ახალი ინიციატივა.
"მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლა, ძირითადად, ზემოაღნიშნული კონტექსტებით შემოიფარგლება", - განმარტა ლომაიამ.