ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ორგანიზაციის - "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD) - წარმომადგენლებს შეხვდენენ. შეხვედრაზე განხულულ იქნა საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები. ნიმდ-ის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების გაძლიერების და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის, პიპინ გეროტის განცხადებით, ქართველი "ქრისტიან-დემოკრატები" განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.
მოძრაობის ლიდერის თქმით, ქრისტიან-დემოკრატები უკვე წლებია თანამშრომლობენ ჰოლანდიურ ინსტიტუტთან პარტიული სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.
"ჩვენ და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საკანონმდებლო და კონსტიტუციური ცვლილებების პარალელურად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დაბალანსებული სისტემა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებას. არცერთი თვით ევროპასთან მიახლოვებული მოდელი ეფექტურად ვერ იმუშავებს თუ არ გაძლიერდა პოლიტიკური პარტიები და მათი ეფექტურობა და როლი პოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქრისტიან-დემოკრატების და NIMD-ის სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამა.