პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშილი შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე გორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ტატიშვილს წარადგენს.
გიორგი ტატიშვილს დაიბადა 1976 წლის 9 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს იურისტის კვალიფიკაცია. არის. დაოჯახებული.
საქმიანობა
09/ 1996-03/2005 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; 03/ 2005-06/2007 შინაგან საქმეთა სამინისტრო; 08/ 2007-03/2008 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; 06/ 2008- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი; ფრაქცია ,,საქართველოს რეგიონები- მაჟორიტარები''ს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი.
შგახსენებთ, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი უცნობია. შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული არსოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს. შეგახსნებთ, რომ ზურაბ არსოშვილი ამ თანამდებობაზე 2010 წლის 10 ივლისს დაინიშნა.