ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ანგარიშის თანახმად, საქართველოში რელიგიურ თავისუფლებებს მთავრობა საკანონდებლო დონეზე და პრაქტიკაშიც იცავს. ანგარიშში 2010 წლის ივლის დეკემბრის პერიოდია განხილული და რელიგიურ თავისუფლებას ეხება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა რელიგიის თავისუფლებას პატივს სცემს და მხარს უჭერს. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ანგარიშის მომზადების პერიოდში სისტემური პრობლემები დიდწილად უცვლელი დარჩა. ეს უკავშირდება რელიგიური უმცირესობებისთვის საეკლესიო ქონების დაბრუნებას და გადაცემას, ასევე რელიგიური დასახელებებისთვის იურიდიული რეგისტრაციას.
"იყო ცალკეული შემთხვევები საპატიმროებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის პრობლემებისა და რელიგირუი უმცირესობების წევრების განაცხადების დაგვიანებულ ლიცენზირებასთან დაკავშირებით. თუმცა, საქართველოს სასჯელააღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ გადადგა ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშშია ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობა რელიგიური თავისუფლების შესახებ საკითხს საქართველოს მთავრობასთან აქტიურად განიხილავს.
"საელჩოში ჩატარდა საღამო, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ადამიანის უფლებების დაცვისა და ტოლერანტობის საკითხში ხელშეწყობის მისია. საელჩოს წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს რათა ხელი შეეწყოს რელიგიურ თავისუფლებას", - აღნიშნულია ანგარიშში.