საქართველომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღო გადაწყვეტილება "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მარტში გახსნის შესახებ.
"უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მხარეები დააზუტებენ ყველა კონკრეტულ საკითხს და ამ შემთხვევაში "ზემო ლარსის" საკონტროლო გამშვები პუნქტის მეშვეობით გადაადგილება ყველა ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ",_ განაცხადა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი რემონტისათვის ჯერ კიდევ 2006 წელს დაიხურა და გაზაფხულზე რუსეთმა გამოაცხადა, რომ მისი მუშაობის აღსადგენად მზადაა.
მასალის გამოყენების პირობები