სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფრმაციით, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსოშვილის თანამდებობიდან გადაყენების ზუსტი მიზეზი უცნობია.
შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც პრესსამსახურში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით ერთ საათში გაკეთდება.
”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული არსოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.
შეგახსნებთ, რომ ზურაბ არსოშვილი ამ თანამდებობაზე 2010 წლის 10 ივლისს დაინიშნა.
ზურაბ აროსშვილი დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს. დაამთავრა თსუ და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. ისტორია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2009 წლის მაისიდან იყო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი. 2008- 2009 საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2008 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით იყო თბილისის მერის მოადგილე. 2007-2008 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი. 2007 წელს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი.
2006-2007 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი. 2005-2006 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი. 2004-2005 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ქ. თბილისის პირველი განყოფილების უფროსი. 2004 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ოპერატიული თანამშრომელი. 2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს, სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორად, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორად.