რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მათ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს, სადაც ქართული მხარისაგან დადასტურებას ითხოვენ იმისა, რომ ქართულ ავიაკომპანიას ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია იმისათვის, რომ რუსეთში ჩარტერული და რეგულარული ფრენების განახორციელოს.
"რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქართულმა ავიაკომპანიამ "Gეორგიან Aირწაყს Georgian Airways "-მა მიმართა თხოვნით მიიღონ ნებართვა ჩარტერული რეისების მარშრუტით _ თბილისი-მოსკოვი-თბილისი განხორციელების შესახებ 2009-2010 წლების საახალწლო დღესასწაულების პერიოდში",_აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ "საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის არსებული შეთანსხმების მიხედვით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული მხარისაგან გამოითხოვა დასტური იმისა, რომ ავიაკომპანია "Gეორგიან Aირწაყს"-ს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩარტერული და რეგულარული რეისების განსახორციელებლად ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია".
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოში შეწყდა.