სასამართლო რეფორმის ფარგლებში ყვარლის რაიონული სასამართლოც თელავის სასამართლოს შეუერთდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სასამართლოში განუცხადეს, ყვარლის რაიონში მაგისტრატი მოსამართლე დარჩება.
ასეთი კატეგორიის სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს.
უნდა აღინიშნოს, რომ თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე შეუერთდა გურჯაანის და ახმეტის სასამართლოები.
რეფორმის თანახმად, 2010 წლისთვის საქართველოში 22 რაიონული და 44 მაგისტრატი სასამართლო იქნება.