დღეიდან, 14 სექტემბრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ანდჟეი კიშკევიჩი უხელმძღვანელებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ევროკავშირი შეჯერდა სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელზე. იგი წარმოშობით პოლონელია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰანს იორგ ჰაბერი ხელმძღვანელობდა და მას როტაციის წესით ვადა 14 სექტემბერს ეწურება.
"ჩვენს მოკავშირეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისია საქართველოში გააგრძელებს ფუნცქიონირებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მისიის შენარჩუნება და ამ ფორმით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მანდატს სრულად ვერ ახორციელებს, რადგან მოკლებულია შესაძლებლობას ზედამხედველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზედაც განახორციელოს", - განაცხადა კალანდაძემ.