"აფხაზეთის მედია - ცენტრის" ყოფილი დირექტორი რაულ ქირია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. ქირიას ამ პოსტზე პიარისა და პრესის კურირება დაევალა.
რაულ ქირია აფხაზეთის მთავრობაში 2007 წელს, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, იმავე წელს იგი "აფხაზეთის მედია - ცენტრის" დირეტორად დანიშნეს.