დათო ტურაშვილმა დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი "მე ვარ დიეგო" თარგმნა. წიგნის პრეზენტაცია გუშინ თბს ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მწერალმა მარადონას თბილისში ვიზიტისას პირადად აიღო მისგან სიტყვიერი ნებართვა წიგნის თარგმნასთან დაკავშირებით
"მე ვარ დიეგო" 286 გვერდისაგან შედგება და 2000 წელს, მარადონას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგაა დაწერილი.
მარადონა გულახდილად საუბრობს ნარკოტიკებზე, პოლიტიკაზე, არგენტინასა და ფეხბურთზე, ამის გამო წიგნი არამხოლოდ ფეხბურთის მოყვარულების ინტერესს იწვევს და უკვე გამოსვლის დღიდან იქცა ბესტსელერად. ამიერიდან "ელ დიეგო" -ს წაკითხვა ქართველ მკითხველსაც შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ცნობილ ბოსნიელ რეჟისორს, ემირ კუსტურიცას ფილმი გადაეღო დიეგო მარადონაზე, რაც შარშან სისრულეში მოიყვანა.
კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც მარადონა ტურაშვილი ასე პასიხობს:
"არა მგონია ბობ დილანის შემდეგ საქართველოში ამ დონის ვარსკვლავი იყოს ნამყოფი, მსოფლიო ისტორიაში კი სულ ორი ადმიანი მეგულება ვინც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ამდენს მიაღწია - დიეგო და ფასბინდერი" - აცხადებს ტურაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით ტურაშვილი ცნობილი არგენტინელი მწვრთნელის, ლუის სესარ მენოტის ავტობიოგრაფიული წიგნის თარგმნასაც აპირებს.