ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რაფიელ ერისთავის სახლ - მუზეუმის აღსადგენად, 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 15 ათასი ლარი გაითვალისწინა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის რაიონის სამუზეუმო გაერთიანების უფროსმა თამაზ შაშიაშვილმა აცნობა, მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში სახლ - მუზეუმის სახურავის შეცვლა და შენობის გარემონტებაა დაგეგმილი.
ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ - მუზეუმი რომ ნგრევის პირას არის, ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამ დროისთვის მუზეუმში წყალი ჩადის და კედლებიც დაბზარულია.
რაფიელ ერისთავის სახლი 1857 წელს არის აშენებული.