საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა
"ჩვენ რუსეთან მოლაპარაკებებში კომპრომისზე მივდივართ. მაგრამ ისინი ისე ჯიუტად დგანან, თითქოს ბოროდინოს ველზე იყვნენ", - განაცხადა ვაშაძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გრძელდება.