27 სექტემბერს "ეროვნული ფორუმი" გრანდიოზულ საპროტესტო აქციას - "ქართველთა მარშირებას" გეგმავს. ამის შესახებ ფორუმის ერთ-ერეთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "
ალიასთან " ინტერვიუში განაცხადა.
"27 სექტემბერი არის სოხუმის დაცემის დღე, დიდი ეროვნულ ტრაგედია, მარცხი ქართველობისა, გეოსტრატეგიული კატასტროფა ჩვენი ქვეყნის", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და დასძენს, რომ ტერმინი "ქართველი ერი" არის გაძევებული ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან და შემოსულია ტერმინი "საქართველოს მოსახლეობა".
სანიკიძის თქმით, "ეროვნულმა ფორუმმა" 27 სექტემბერს იმიტომ დანიშნა აქცია, რომ ამ ტრაგედიის დღეს უნდა დამტკიცდეს, ვართ თუ არა ნაცია - ქართველი ერი".
"უნდა გამოვიდეთ და ქართველთა მარში მივიღოთ ქართველებმაც, სომხებმაც, აზერბაიჯანელებმაც... განურჩველად ეთნიკურობისა და რელიგიისა ყველას მოგვიწევს ჩვენ თვითონ, ჩვენი ქმედებით დავადასტუროთ ვართ თუ არა ქართული ერის ნაწილი და არსებობს თუ არა ქართული ერი", - აცხადებს სანიკიძე.
მისივე თქმით, აქციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას „ეროვნული ფორუმი" მოგვიანებით მიაწვდის.
"ეროვნულ ფორუმის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. უახლოეს დღეებში ჩვენ მოქალაქეებს საჯაროთ ვაუწყებთ რა მარშუტს გავივლით, სად იქნება შეკრება.
ეს იქნება ერთდღიანი მსვლელობა, ეს არის ეროვნული ფორუმის ინიციატივა, მაგრამ კარი ყველა პოლიტიკოსისთვის ღიაა...", - აცხადებს სანიკიძე.
ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ფორუმი აპირებს "უკიდურეს აქტიურობას"... „ისეთ აქტიურობას, როგორიც არასოდეს ყოფილა".
მისი თქმით, ეს იქნება სუპერაქტიურობა.
სანიკიძე აღნიშნავს, რომ სუპერაქტიურობაში იგი მოიაზრებს ნებისმიერ ბრძოლას საარჩევნო გარემოთი დაწყებული, დამთავრებული დემოკრატიის განმტკიცებით.
"ვიბრძოლებთ ქართველთა უფლებებისათვის და ამ აქციას ექნება პერმანენტული სახე. მე ვაძლევ ყველას პირობას, რომ ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ არ გვაშინებს ის, რომ ამ ეტაპზე ფული არ გვაქვს. ვპირდები ხალხს, თუ დიდ აქციას მოვაწყობთ, ყველას ვარწმუნებ რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ვითარება საქართველოსთან დაკავშირებით. მსოფლიოს გაუჩნდება პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ლონდონიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული. ყველა ყურადღებას მოგვაქცევს, როცა დაინახავენ რომ აქ ხალხი თვაისი უფლებებისთვის იბრძვის" - განაცხადა სანიკიძემ.