პრეზიდენტის ადმინისტრაცია პენსიების გაზრდას ეხმიანება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პენსიების ზრდა კიდევ ერთი დაპირებაა, რომლის შესასრულებლადაც საქართველოს პრეზიდენტისაგან და მთავრობის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯი. მისი თქმით, 2004 წლიდან პენსია უკვე მეშვიდედ გაიზარდა.
"რეგიონებსა და თბილისში პენსიის რაოდენობა გათანაბრდება და შესაბამისად დღეიდან თბილისში 10 ლარით მოიმატებს ხოლო რეიგონებში 20 ლარით. შენარჩუნდება სტაჟისა და დამსახურების მიხდევით არსებული ყველა სოციალური დანამატი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ეს არის უმთავრესი სოციალური ინიციატივა, რომელიც მთავრობამ განახორციელა. პენსიების გაცემა 15 სექტემბრიდან დაწყება.