მთელი შემოდგომის განმავლობაში საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი.
"გამოვყოფთ მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის ზუსტი თარიღი მომავლ კვირისთვის გახდება ცნობილი.