პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. სსშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ამ წუთბეში დეპუტატების სიტყვით გამოსვლა იწყება, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები ორი კომიტეტის წლიურ ანგარიშს მოისმენენ.
სესიის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდბეობაზე კანდიდატის დამტკიცება და კონტროლის პალატის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აუდიტის შედეგების მოსმენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით თავად კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გამოვა.