ხვალ, 13 სექტემბერს, სამდღიანი ვიზიტით საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ლუკა ვოლონტე ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, ლუკა ვოლონტე ოფიციალურ შეხვედრებს 14 სექტემბრიდან დაიწყებს და ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფედერიკა ფავის შეხვდება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის სახალხო
პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს 15 სექტემბერს დატოვებს.