დღეს, 13 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ამ კვირაში ვიწყებთ პლენარულ სესიებს და ამით გაიხსნება საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების ფორმატი", - აღნიშნა ბაქრაძემ.