საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ელჩებს მეტი ინვესტიციებისა და კომპანიების მოზიდვის დავალება მისცა ამის შესახებ გილაურმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რადისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ სექტემბერს იკრიბებიან ელჩები და იმართება ამბასადორიალი.
"დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკური მიმოხილვა გავაკეთეთ, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა და რას ველოდებით სამომავლოდ. ეკონომიკაში მთავარი დავალება არის მეტი ინვესტიციებისა და კომპანიების მოზიდვა, რაც სამუშაო აგდილების ზრდას განაპირობებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.