საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ლტოლვილთა და განასახლების მინისტრი კობა სუბელიანი "რადისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე მოხსნებით წარდგნენ.
როგორც სუბელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პრეზენტაცია ეძღვნებოდა კომპაქტური ცენტრების სარეაბილუტაციო სამუშაოს. მისი თქმით, პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ინფორმაციას ლტოლვილთა ჩასახლების ცენტრების შესახებ, გამოსახლების პროცესის შესახებ და მის გამჭვირვალეობას.
"დიპლომატებს მივაწოდეთ ინფორმაცია ფოთში, ბათუმსა და წყალტუბოში მიმდინარე მშენებლობების შესხებ', - განაცხადა სუბელიანმა.
კვეზერელის თქმით, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობა.
"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც გვყავს წარმომადგენლობა, უფრო მეტი ქართული პროდუქტი შედიოდეს ბაზარზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა გვქონდეს ბაზარზე. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც აუცილებელი იყო სოფლის მეურნეობის განსავითარებლად", - განაცხადა კვეზერელმა.