საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ სოხუმში, ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი დომინოში, ეს იქნება საქართველოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
"ქართულმა შესაბამისმა უწყებებმა მიმართეს დომინოს საერთაშორისო ფედერაციას რომ მონაწილეებს თავი შეეკავებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპორტიულ ღონისძიებაზე მონაწილეობისგან. არ ვარ ინფორმირებული თუ ვინ არიან ჩემიპონატის მონაწილეები, მაგრამ ვიტყვი ერთს რომ ქართული მხარისთვის ეს იქნება საქართველოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება თუკი მონაწილენი საქართველოს საზღვრის ლეგალური გადაკვეთის გარეშე აღმოჩნდებიან ტურნირზე. ამას გინდა დომინოს ჩემპიონატი, გინდა სხვა რაიმე ღონისძიების საფუძველი ჰქონდეს" - განაცხადა ჯალაღანიამ ჯი-ეიჩ-ენ-ის კითხვაზე პასუხისას, თუ რა რეაგირება ექნება ქართულ მხარეს იმ შემთხვევაში თუ საქრთველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთის დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
შეგახსენებთ რომ დომინოს მოსფლიო ჩემპიონატი სოხუმში 17-დან 21 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. როგორც ჯი-ეიჩ-ენ-თან საუბრისას პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ განაცხადა, ის ორგანიზაცია რომელიც ჩემპიონატს ატარებს არ არის უფლებამოსილი მსგავსი ტურების უზრუნველყოფაში. მისივე თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ ღონისძიებას გმობს.