საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 13 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ამ კვირაში ვიწყებთ პლენარულ სესიებს და ამით გაიხსნება საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების ფორმატი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა.