ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტირების გაგრძელების შესახებ აცნობა.პარლამენტის თავჯდომარის სახელზე დაწერილი წერილი, რომელსაც ხელს შრომის პარტიის 4 წარმომადგენელი -შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, გიორგი გუგავა და კახა ძაგანია აწერენ, დავით ბაქრაძემ დაპუტატებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააცნო.
წერილში ლეიბორისტები პარლამენტის წევრებს ხალხის „გაყვლეფაში" ადანაშაულებენ და მათ მიერ დახარჯულ მილიონებზე საუბრობენ.
„საქართველოს პარლამენტადწოდებულ სააკაშვილი-მერაბიშვილის კანტორის წევრები ურცხვად აგრძელებთ ხალხის ხარჯზე უზრუნველყოფილ, ფუფუნებაში ცხოვრებას. კერძოდ, მარტო წელიწადნახევრის განმავლობაში თქვენს მიერ საწვავით უზრუნველყოფაში დახარჯულია მილიონ ნახევარი, სატელეფონო საუბრებში 500 ათასი, მივლინებებში 10 მილიონი, ხოლო სახელფასო უზრუნველყოფაში 15 მილიონი ლარი. ესეც არ იკმარეთ და მთელი ზაფხულის არდადეგები ასევე ბიუჯეტის ხარჯზე მსოფლიოს ფეშენებელურ კურორტებზე გაატარეთ. ამჟამად ახალ ზელანდიაში ატარებთ დროს", - ნათქვამია დეპუტატებისადმი ლეიბორისტული პარტიის მიერ გაგზავნილ წერილში.